საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ENG/RUS

ნუკრი ქანთარია: პოლიტსაბჭო საჭიროებს თვისობრივად განახლებას

რესპოდენტის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პოლიტსაბჭოში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოს გადახალისებამ მას ფუნქცია შესძინოს. ქანთარიას თქმით, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი და წარმოდგენილი იყვნენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებსაც უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი აქვთ.

„პოლიტსაბჭო საჭიროებს თვისობრივად განახლებას, გადახალისებასაც, ფუნქციის შეძენასაც. მაგრამ როგორ კონფიგურაციას მიიღებს, როგორ სახეს მიიღებს ეს ჯერ არ ვიცით და დღეს ალბათ კიდევ ვიმსჯელებთ ამაზე. ბუნებრივია, რადგან ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა უკვე თავმჯდომარის როლში მას რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ, როგორი კონფიგურაციის პოლიტსაბჭო სჭირდება და რატომ სჭირდება“-აცხადებს ქანთარია.

"ქართული ოცნების" პოლიტასაბჭოს სხდომა იწყება. სხდომას, პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.