ქიმიკოსი, ვილ მირზაიანოვი, რომელიც ნერვო-პარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ერთ-ერთი შემქმნელია, აცხადებს, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რასაც ბრიტანელები იღებენ არასაკმარისია.
ის სპეციალისტები, რომელბიც მუშაობდნენ შხამით დაინფიცირეულ ადილზე დამცავი კოსტიუმებით, მათ რასაკვირევლია საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მოქალაქეები რომლებიც იმ დროს იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, მათი სიცოხცლხე შესაძლოა საფრთხეში იყოს. მისივე თქმით, ის ზომები რაც სახელმწიფომ მოსახლეობას მიაწოდა თავდაცვისთვის ძალზე სუსტია.
„საჭირო იყო მათთვის კვლევის ჩატრება კლინიკურ პირობებში. მათი გაჩერება და დაკვირვება აუცილებელი იყო. სამწუხაროდ ამ ნივთიერებას აქვს ე.წ. გადამდები თვისება“ - განაცხადა ქიმიკოსმა რუსულ ВВС-სთან საუბარში.
ის ამტკიცებს რომ „ნოვიჩოკის“ ნაწილაკის მოხვედრამ კანზე შესაძლოა გამოიწვიოს „შეუქცევადი დაზიანება“ და რჩევას იძლევა დაწვან ის ობიექტები და ნივთები, სადაც არის ინფექციის კერა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მთავრობამ, განაცხადა, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცერის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა მოხდა შხამით „ნოვიჩოკი“, რომელიც მისივე მტკიცებით იწარმოება რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა თავად რუსეთი ამ ქიმიური იარაღის წარმოებას უარყოფს.