ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მოქალაქეეის მიღებას და მათი პრობლემების მოსმენას იწყებს. როგორც დღეს მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, მომავალი პარასკევიდან 11-დან 13 საათამდე მისი სამუშაო კაბინეტის კარი ღია იქნება ყველა იმ მოქალაქისათვის რომლებსაც ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა სურს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შედგეს უშუალო შეხვედრები მინისტრსა და მოქალაქეებს შორის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს და რა იდეები აქვთ. ", - განაცხადა ქობალიამ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული მიღებები ექნება მის პირველ მოადგილეს არჩილ კეკელიასაც, რომელიც მოქალაქეებს უშუალოდ პარასკევს მიიღებს და მათ პრობლემებს მოისმენს დაEსამინისტროს კომპერტენციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით მასთან მოხვდება ყველა ის მოქალაქე, რომელიც წინასწარ სიაში ჩაეწერება.