უკრაინის სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევების მიზეზებს განმარტავს.
როგორც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, დღეს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილს აცნობეს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილება მის დაბრუნებაზე იმ ქვეყანაში, სადაც აქამდე იმყოფებოდა.
„თუმცა, აღნიშნული პროცედურის აღსრულებისას მიხეილ სააკაშვილის გარემოცვიდან უცნობი პირები თავს დაესხნენ სამართალდამცველებს. მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ თავი დაეცვათ და ძალისმიერი მხარდაჭერა გამოიყენეს“, - განაცხადა სლობოდიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან „სულუგუნთან“ დააკავეს.