დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის ნაკრძალში საზაფხულო ბანაკი მოეწყო, რომელშიც ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა და "საქართველოს სკაუტური მოძრაობის" 70-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
ბანაკში ყოფნის განმავლობაში აღსაზრდელებმა მოინახულეს ლაგოდეხის ნაკრძალი, დაისვენეს, გაერთნენ და მოისმინეს სემინარები.
პროექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ლაგოდეხის ნაკრძალში კიდევ 70 ბავშვი დაისვენებს.
პროექტის მიზანია ბავშვების ეკო-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია.