დღეს, 21 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 14 მლნ. 500 ათასი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.170%-ით, მაქსიმალური 10.420%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.445%-ით განისაზღვრა