იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სამაგიდო სიებზე ყველა პარტის წარმომადგენელს წვდომა ჰქონდა, რაც უნდა გასწორდეს როგორც კანონმდებლობაში, ისე პრატიკაში.
ამომრჩევლის კონტროლის საკითხი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დააყენა ორგანიზაცია სამაგიდო სიებზე წვდომას და უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას დარღვევად მიიჩნევს.
მინისტრი დარღვევად არ მიიჩნევს საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების დამკვირვებლების ყოფნას. მისივე განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს არჩევნების დღეს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მათ შორის გიორგი ვაშაძის სარეკლამო შეტყობინებები, რომელიც აგიტაციას შეიცავდა.
წულუკიანის თქმით, შეტყობინებები ადამიანებს საარჩევნო უბანზეც მიუვიდათ, სადაც აგიტაცია აკრძალულია. მისივე თქმით, ამ საკითხს შეისწავლიან და იმოქმედებენ. ინფორმაციას კი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორსაც გადაუგზავნიან იმის გასარკვევად, ხომ არ დაირღვა პერსონალური მონაცემები.
აუდიტის სამსახური ვაშაძის შეტყობინენების ფინანსურ მხარეს შეისწავლის. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის ზაალ აზნაურაშვილის განცხადებით, შეტყობინებების გარდა, ბანერების და ბილბორდების ფინანსურ საკითხებსაც შეისწავლიან.