პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ ბოლქვაძემ ხულოში, სოფელ დანისპარაულთან, აჭარა-მესხეთ-ჯავახეთის დამაკავშირებელი გზისა და ხიდის სარემონტო სამუშაო დაათვალიერა. ისინი ივნისის შუა რიცხვებში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა დააზიანა.
დღეისათვის ძველი ხიდის ნაცვლად ახლის მშენებლობა თითქმის დასასრულს მიუახლოვდა. ბოლქვაძემ გზების დეპარტამენტისა და სამშენებლო კომპანია "ხიდის" თანამშრომლებს ოპერატიულობისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯომარის მოადგილემ ასევე მოინახულა ხულო-ქედლების 5-კილომეტრიანი ბეტონის გზის სამშენებლო სამუშაო. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე კეთილმოეწყობა გზის 80%. სამუშაო გაისად დასრულდება, რისთვისაც სულ .7 მილიონი ლარია გამოყოფილი.