უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.
უზენაესმა სასამარლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2"-ის 60 პროცენტის წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 პროცენტის - შპს პანორამა.
უზენაესი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 399-ე, 372-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის მესამე ნაწილით და 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და 411-ე მუხლით და გადაწყვიტა:
ლეავან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს, ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის შპს, "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საააამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მირებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის (ს.კ 211352016) პარტინიოორების: ლევან ყარამანაშვილის 22 პროცენტის გიორგი ყარამანაშვილის 18 პროცენტის, ტელეკომპანია "საქართველოს" 51 პროცენტის, ნინო ნიჟარაძის 9 პროცენტის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60 პროცენტი წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნას ქიბარ ხალვაში, 40 პროცენტი წსილის მესაკუთრედ შპს "პანორამა".
გადაწყვეტილების მიხედვით, ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, ტელეკომპანია "საქართველოს" და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას სასარგებლოდ დაეკისრათ, სოლიდარულად 5000 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 9 მოსამართლისგან შედგება: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც ამავე დროს, პალატასაც ხელმძღვანელობს; მზია თოდუა; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი; პაატა ქათამაძე; ბესარიონ ალავიძე; მაია ვაჩაძე; ზურაბ ძლიერიშვილი; გიორგი შავლიაშვილი და ეკატერინე გასიტაშვილი, რომელიც დიდი პალატის წინაშე საქმის მომხსენებელია.