ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დღეს აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ერთი ლიცენზია გაყიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აუქციონზე 93 895 ლარად გაიყიდა საგარეჯოში, სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე `უჯარმის" ქვიშა-ხრეშის გამოვლინების ლიცენზია.
ლიცენზია შპს "აი-ემ-პი"-მ იყიდა.