დღეს ეროვნულ ბანკში 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახაზინო ვალდებულებები 182-დღიანი ვადიანობისაა.
აუქციონში ორი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 30 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 5.450 პროცენტით განისაზღვრა.