დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ერთი ლიცენზია გაყიდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთის ტერიტორიაზე "ჟონეთის" პორფირიტრების გამოვლინების ლიცენზია ფიზიკურმა პირმა 11000 ლარად იყიდა.