ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7591 ლარის ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.7577 ლარი ღირდა.
დღესვე ეროვნულ ბაკში სავალუტო აუქციონი გაიმართა, რომელზედაც 15 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. აუქციონზე საშუალო შეწონილმა კურსმა 1.7586 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 14 აპრილს ერთი ევრო 2.3920 ლარი ეღირება, 13 აპრილს კი მისი ფასი 2.3908 ლარი იყო.