"პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სენაკის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე დევნილთა ობიექტის სარემონტო სამუშაოს უხარისხობასა და ანტისანიტარიულ მდგომარეობაზე აბსოლუტური ტყუილი და სირუეა. აღნიშნული ცრუ ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნულ ობიექტზე არც ყოფილან და პოპულისტურ ინფორმაციებს ავრცელებენ", _ ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ.
მათი ნფორმაციით, სენაკის ყოფილ სამხედრო ქალაქში სარემონტო სამუშაო შესრულებულია უმაღლეს დონეზე და ამას ევრომონიტორების შეფასებებიც ადასტურებს.
"ობიექტზე ჩასმულია მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, შეცვლილია სახურავი, შიდა და გარე კომუნიკაცია, დამონტაჟებულია ინდივიდუალური მრიცხველები და აღნიშნული ობიექტი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. სარემონტო სამუშაოსან დაკავშირებით პრეტენზიები არც თავად აღნიშნულ ობიექტებში მცხოვრებელ დევნილებს გამოუთქვამთ. უახლოეს მომავალში, ასფალტის საფარის დაგებაც დაიწყება, რაც წვიმის შედეგად გაჩენილი გუბეების პრობლემასაც მოხსნის", _ აცხადებენ ისინი.
| 03.09.10 - 13:32 - "ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ |
| 03.09.10 - 08:30 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა |
| 03.09.10 - 08:11 - მარი ბროსეს გარდაცვალებიდან 130 წელი შესრულდება |
noscript
tags. Include a link to bypass the detection if you wish.
| 13:45 მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 13:32 "ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ |
| 12:58 ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება |
| 12:32 "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს |
| 12:30 მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა |