ანონსი
 თბილისი 00:01 - 09.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა387  ზომა:
ანონსი

10:00 _ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ, დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი ობიექტის გადახურვის სამუშაოს დაესწრება.

მის.: შატილის ქ. # 3

10:30 _ "შერატონ მეტეხი პალასში" გერმანიის ელჩის, პატრიცია ფლორის, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

11:00 _ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს, გიორგი წერეთელსა და დელეგაციის წევრებს შეხვდება.

11:00 _ გარდაბანში "თბილსრესის~ თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელსაც "მემარჯვენეების~ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე შეუერთდება.

12:00 _ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდება.

12:00 _ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

13:00 _ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები საწვავის ფასებთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

13:15 _ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო ბაროსო სუარესი წეროვანის დევნილთა ბანაკში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანსა და დევნილებს შეხვდება.

13:00 _ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

13:00 _ პარტია "მომავალი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია საფრანგეთის საელჩოსთან აქციას გამართავს და რუსეთისთვის "მისტრალის" შესაძლო მიყიდვის ფაქტს გააპროტესტებს.

მის.: ი. გოგებაშვილის ქ. # 5

13:00 _ "ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას ცენტრალური ოფისის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: თავისუფლების მოედანი #4, ყოფილ უნივერმაღ "თბილისსა" და "ქორთიარდ მარიოტს" შორის.

13:00 _ სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

14:00 _ საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.

14:00 _ "საქართველოს დემოკრატიული პარტიის~ თავმჯდომარე გია თორთლაძე ბრიფინგს გამართავს და ვაკის რაიონში, ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატს, მსახიობ მიხეილ (მიშა) გომიაშვილის წარადგენს.
მის.: გრიბოედოვის #30.

14:00 _ მშრალ ხიდთან, დედა ენის ბაღში, საზოგადოება "ხსოვნას" წარმომადგენლები 1956 წლის 9 მარტის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი ბრიფინგი გაიმართება.

14:00 _ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი პერესკონფერენციას გამართავს.
თემა: "საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი".
მის.: ათონელის ქ. #25

14:00 _ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

14:00 _ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია "სოლიდარობის" ლიდერი თამაზ ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია და პოლიტპატიმრები".
მის.: დიდიმ მირცხულავას ქ. #6

16:00 _ ~ხალხის პარტიის~ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგს გამართავენ.

16:00 _ სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ ფონდი ~ქართული ხარისხი~ ოთხ კომპანიას ~ხარისხის ნიშნით~ დააჯილდოებს.

18:00 _ კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიმართება პრესკონფერენცია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტის შესახებ.

20:00 _ სასტუმრო ~რედისონში~ 2009 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური, მეხუთე ცერემონია გაიმართება.

 

ამავე კატეგორიიდან: 
11.09.10 - 00:08 - ანონსი
10.09.10 - 00:12 - ანონსი
09.09.10 - 00:21 - ანონსი - 09.09.2010
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526