"ოსკარი 2010" კეთრინ ბიგელოუს ტრიუმფით დასრულდა
 თბილისი 10:27 - 08.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1118  ზომა:
2010 წლის ოსკარის 82-ე დაჯილდოვების ცერემონია კეთრინ ბიგელოუს და მისი ფილმის "ქარიშხლის მბრძანებლის ტრიუმფით დასრულდა. ჯეიმს კამერონის ყოფილმა მეუღლემ, კეთრინ ბიგელოუმ გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში და გახდა პირევლი ქალი ვინც ამის გაკეთება შეძლო.

ცერემონიის დაწყების წინ ექსპერტები და ჟურნალისტები ფავორიტად ჯეიმს კამერონის "ავატარს" მიიჩნევდნენ. ზოგის აზრით "ავატარი" ოსკარების რაოდენობით კამერონის გახმაურებულ სურათს "ტიტანიკსაც" კი აჯობებდა. ცნობილი საბუკმეკერო კომპანია "უილიამ ჰილი" "ავატარის" გამარჯვებაზე 1/2 ფსონს აწესებდა, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია კვლავ მოულოდნელად წარიმართა.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კეთრინ ბიგელოუს "ქარიშხლის მბრძანებელმა" გაიმარჯვა; საუკეთესო რეჟისორი კეთრინ ბიგელოუ გახდა; საუკეთეოსო მსახიობი კაცი - ჯიეფ ბრიჯისი ("გიჟი გული"); საუკეთესო მსახიობი ქალი - სანდრა ბულოკი ("ბნელი მხარე"); მეორეხარისხოვანი კაცის როლის შემსრულებელი - კრისტოფერ ვოლცი ("უსახელო ნაბიჭვრები"); მეორეხარისხოვანი ქალის როლის შემსრულებელი - მონიკი.

მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავს საუკეთესო უცხოური ფიმლის ნომინაციასაც, ევროპის თითქმის ყველა კინოფესტივალის წარმატებით შემოვლის შემდეგ მიხეილ ჰანეკეს "თეთრი საყელო" ოსკარზე დაიწუნეს. გამარჯვებული არგენტინული სურათი გახდა - "საიდუმლო შენს თვალებში".

ამავე კატეგორიიდან: 
08.09.10 - 09:31 - პაატა ბურჭულაძე კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლო-კონცერტს გამართავს
07.09.10 - 19:43 - ეროვნული მუზეუმში გერმანელი პროფესორი საჯარო ლექციას წაიკითხავს
07.09.10 - 15:33 - ქარვასლაში ფოტოკონკურსი "ერთად ჩვენ შევძლებთ" გაიმართება
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

22:50
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება
18:38
ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
18:35
გიორგი ბარამიას შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია
17:53
გრიგოლ ვაშაძე: ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის ყოფნის საკითხი არასდროს მოუხსნია
17:51
მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ გამარჯვებას შეადარა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
91112
1819
2526