ხვალ, ხაშურში ლიტვის კვირეულის ფარგლებში ფოთო-სურათების გამოფენა გაიმართება
 თბილისი 18:38 - 05.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა234  ზომა:
ხვალ, 6 მარტს, ლიტვის საელჩო საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების კვირეულს გახსნის.  

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, 11:00 საათზე ფოტო-სურათების გამოფენა "ლიტვის ხედები" გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ლიტვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ლაიმონას ტალატ-კელპსა, საქართველოს პარლამენტის წევრი - ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი, ლიტვის საელჩოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ლიტვის საელჩოს ურთიერთოებები გასულ წელს დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრის _ მაჟორიტარი დეპუტატის სერგო ქიტიაშვილის ინიციატივით და ლიტვის საელჩოს დაფინანსებით, 2009 წლის 27 ოქტომბერს ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შეიქმნა უფასო ინტერნეტცენტრი, სურამის და ტაშისკარის ბავშვთა სახლებში გაიხსნა ტიხრული მინანქრის, გობელენისა და თექის დამუშავების ცენტრები. საელჩომ ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრს საჩუქრად გადაეცა სხვადასხვა დასახელების ელექტრო-მუსიკალური ტექნიკა და სხვა.

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.09.10 - 19:35 - 11-12 სექტემბერს "თუშური ტრადიციული თამაშების და სამზარეულოს ფესტივალი" გაიმართება
10.09.10 - 18:45 - პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
10.09.10 - 17:42 - სოფელ კაკლისყურის აზერბაიჯანულ მხარეს მოხვედრის საფრთხე არ არსებობს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526