სახელმწიფოს ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით, 10 მოქალაქე დააკავეს | საინფორმაციო სააგენტო GHN
სახელმწიფოს ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით, 10 მოქალაქე დააკავეს
 თბილისი 12:45 - 01.05.13 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა1132  ზომა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს ქონების თაღლითური გზით დაუფლების ბრალდებით 10 მოქალაქე დააკავეს.
როგორც ცნობილია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ორ პროექტს, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის" და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს," ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" მეშვეობით ახორციელებს. ამ სააგენტომ ფონდიდან მიიღო დაფინანსება და რეგიონებში გლეხებს დაურიგა ვაუჩერები, რომლითაც მიწების დამუშავებისთვის მათ შეეძლოთ შეეძინათ საჭირო სასოფლო - სამეურნეო საქონელი და ინვენტარი იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც ჩაერთვნენ აღნიშნულ პროგრამაში.
მიუხედავად იმისა, რომ ვაუჩერში მითითებული იყო, რომ დაუშვებელია სასოფლო -სამეურნეო ბარათების მიღება ფულადი თანხის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს მისი კანონდარღვევით გამოყენების ფაქტები, კერძოდ: პროგრამის მონაწილე მეწარმეები თავიანთ სავაჭრო ობიექტებში, გლეხებისგან თანხის სანაცვლოდ იბარებდნენ ვაუჩერებს, რეალურზე ნაკლებ ფასად. აყალბებდნენ მონაცემებს, რითაც ადასტურებდნენ თითქოს ფერმერს ვაუჩერში მითითებული თანხის შესაბამისი საქონელი და ინვენტარი მიყიდეს. ამის შემდეგ, ვაუჩერების ბანკებში წარდგენით იღებდნენ ბარათში დაფიქსირებულ სრულ თანხას.
ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით პროგრამის მონაწილე მეწარმებმა თაღლითური გზით მიითვისეს პროგრამით გამოყოფილი თანხის ნაწილი.
აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიება ასევე სწავლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა საკითხს, რომლებსაც ევალებოდათ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე კონტროლი.

მასალის გამოყენების პირობები

2013-09-25 18:40
სპორტული კურიოზები
2013-09-25 17:57
კასორლა “იოზილის მოსვლამ “არსენალის” თამაშის ხარისხი გაზარდა”
2013-09-25 17:06
“ნაპოლის” შკრტელი კვლავ სურს
2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
დღეს პრემიერაა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „ვინ მოკლა ილია..." სოფი ლორენმა თავისი სილამაზის საიდუმლო გაამხილა რობერტ დე ნირომ ნიუ-იორკის ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტები დაიქირავა
ეს საინტერესოა
ადამიანები ყველაზე დიდხანს იაპონიაში ცოცხლობენ პრინცმა ჰარიმ 30 წლის იუბილეზე გარდაცვლილი დედისგან ძვირფასი საჩუქარი მიიღო ყავამანია ყველაზე ფართოდ ჟურნალისტებს შორისაა გავრცელებული
 


სტატიები და ანალიტიკა
ვენდეტა: საქართველო თავის ახალ ევროპულ მეგობრობას რისკის ქვეშ აყენებს
 
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების მიზეზი კონსტიტუციაა
ბიზნესი

„ლიბერთი ბანკმა" ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა დაინერგა

თიბისი ბანკმა მომხმარებელს მობაილ ბანკის განახლებული აპლიკაცია წარუდგინა

``ვისოლმა`` და ``სმარტმა`` ერთობლივი, გრანდიოზული აქცია დაიწყეს

საქართველოში Tommy Hilfiger-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

Moneyman.ge"კომპანიის საქმიანობას წარმატებულად აფასებს

Hotmarket.ge - ახალი შესაძლებლობები

რომპეტროლის ქსელში ბენზინი 3 თეთრით გაიაფდება

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.6 %

  -   40.3 %

სულ 958 ხმა

სხვა გამოკითხვები