ლორთქიფანიძრე მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო უნდა მომხდარიყო საქმის ხელახალი აღძრა, რაც პროკურატურამ არ გააკეთა და ამასთან პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შEქმნაზე უარი თქვა.
"ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაინტერესებს იუსტიციის მინისტრის - მთავარი პროკურორის პასუხი, ვინაიდან ეს საკითხი უშუალოდ მისი კომპეტენციაა. საჭიროა იგი პარლამენტში მოვიდეს და პასუხი გაგვცეს. შარშან, როდესაც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება ხდებოდა, მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ პროკურორი იქნებოდა პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
იგი აქცენტს აკეთებს იმაზედაც, რომ შარშან პარლამენტში შექმნილმა კომისიამ, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენებს შეისწავლიდა, რამდნეიმე პირზე პროკურატურას მიმართა კითხვით, რომ აღნიშნული საქმეები შეესწავლათ და მომხდარიყო ამ საქმეების სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად ამისა, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ არც ერთ საქმეზე არანაირი პასუხი არ არსებობს და მეტიც: აღნიშნული პირები დაწინაურებულნიც კი არიან.
ლორთქიფანიძემ ადეიშვილის პარლამენტში დაუყოვნებლივ დაბარებას ითხოვს, რათა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.
ლორთქიფანიძის მოთხოვნას სესიაზე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარის მოადგილე ლაშა თორდია, რომელმაც აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პარლამენტში დაბარება არ არის საჭირო.
"პარლამენტმა თქვენ მიერ დასახელებულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი არგუმენტირებულად თქვა და მუდმივად პოლიტიკური სპეკულირება ამ თემით არ შეიძლება. რაც შეეხება პარლამენტის კონტროლს _ კონტოლი რომ არსებობს, ამას ადასტურებს ის, რომ მურთაზ ზოდელავა ახლა აქ ბრძანდება, მაგრამ ის, რასაც თქვენ ითხოვთ, იქნება სწორედ ზეწოლა, რაც დემოკრატიული პრინციპისთვის მიუღებელია. მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ, რას ლაპარაკობთ", - განაცხადა თორდიამ.
| 10.09.10 - 21:36 - აჭარაში მთავრობის გასვლით სხდომას პრეზიდენტი წარუძღვება |
| 10.09.10 - 21:32 - გიგა ბოკერია თინა ქეიდანაუს შეხვდა |
| 10.09.10 - 19:34 - არასაპარლამენტო ოპოზიცია ელჩებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ესაუბრა |
noscript
tags. Include a link to bypass the detection if you wish.
| 18:45 პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა |
| 18:33 გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს |
| 18:14 მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს |
| 18:04 ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს |
| 17:43 დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ |