ეკა ბესელია სისხლის სამართლის კოდექსში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვს
 თბილისი 17:45 - 09.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა304  ზომა:
 ეკა ბესელია სისხლის სამართლის კოდექსში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვს. ამის შესახებ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში მომზადებული ცვლილებები საკმარისი არ არის იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დღევანდელ კანონმდებლობას აქვს.

"ბოლო პერიოდის სასამართლომ არნახულად დისკრიმინაციული და მკაცრი სასჯელების გამოყენების პრაქტიკა დაამკვიდრა. პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი ამ ვითარების შესაცვლელად. საჭიროა კანონის არა ფორმალური შეცვლა, არამედ რეალური ცვლილებების განხორციელება", - განაცხადა ბესელიამ.

"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, საკუთარ შეხედულებებსაც ავრცელებს.

"ცვლილებები უნდა შევიდეს სისხლის სამართლის 55-ე, 59-ე და 63-ე მუხლებში, რაც მოიცავს სასჯელთა შეკრების პრინციპის შეცვლას და არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობას. ჩვენი ინიციატივით, კანონმდებლობიდან ამოღებულ უნდა იქნას სასჯელთა შეკრების წესი და ის უნდა ჩანაცვლდეს მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის შთანთქმის პრინციპით. რაც შეეხება არასრულწლოვანთა საკითხს, ძირითადი პასუხისმგებლობა უნდა იწყებოდეს 16 წლიდან, გამონაკლისი შემთხვევები კი _ 14 წლიდან", - განაცხადა ბესელიამ.

 

ამავე კატეგორიიდან: 
08.09.10 - 18:50 - დავით ბაქრაძე: ალასანიას შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხერხდება
08.09.10 - 18:38 - ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
08.09.10 - 18:36 - ამბასადორიალი ხვალ დაიხურება
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

22:50
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება
18:38
ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
18:35
გიორგი ბარამიას შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია
17:53
გრიგოლ ვაშაძე: ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის ყოფნის საკითხი არასდროს მოუხსნია
17:51
მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ გამარჯვებას შეადარა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
91112
1819
2526