საბანკო გადარიცხვების საკომისიო გადასახადები შემცირდება
 თბილისი 16:13 - 09.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა237  ზომა:
ქართული საბანკო სისტემა IBAN-ზე გადადის. სიახლე ძალაში 3 მაისიდან შევა, რითაცსაქართველოს დსთ-ს სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, პირველი გახდება. სებ-ში განმარტავენ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა საბანკო გადარიცხვებს გააიაფებს. 

ეროვნულ ბანკსა და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის საბანკო ანგარიშების IBAN ფორმატით გამოყენების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

საქართველოს საბანკო სექტორში ანგარიშების IBAN ფორმატში წარმოებით შემცირდება საკომისიო გადასახადები საბანკო გადარიცხვების დროს; მინიმუმამდე შემცირდება საოპერაციო რისკები და მაქსიმალურად გაუმჯობესდება კლიენტის მომსახურების ხარისხი; ასევე, მოხდება ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაცია.

"საერთაშორისო საბანკო ანგარიშის IBAN სისტემასთან მიერთება, გამოიწვევს როგორც გადარიცხვის საკომისიოს, ისე გადარიცხვის პროცედურის შემცირებასაც. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც მიუერთდება იმ 47 ქვეყანას, სადაც საბანკო ანგარიშის აღნიშნული მოდელი ფუნქციონირებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ამავე კატეგორიიდან: 
03.09.10 - 14:04 - "სიმენს ენერჯი" საქართველოში მუდმივი დენის ორ მოწყობილობას დაამონტაჟებს
03.09.10 - 13:33 - "მაგთისა" და "ჯეოსელს" აბონენტები შეცდომაში შეჰყავთ
03.09.10 - 12:32 - "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526