დევნილი ქალები საპატრიარქოს სამშობიარო სახლის ხელმძღვანელობას შეხვდებიან
 თბილისი 08:17 - 09.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა76  ზომა:
დღეს, 9 თებერვალს, 15:00 საათზე, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ქალები საპატრიარქოს "წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის" ხელმძღვანელობას შეხვდებიან. შეხვედრა კლინიკის ხელმძღვანელობის თხოვნით იმართება. 

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქოს "წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი" სამი წელია თანამშრომლობენ. ამ ხნის განმავლობაში "ქალებში კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკისა და დევნილ ქალებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აგრეთვე ტოქსოპლაზმოზზე, ციტომეგალოვირუსსა და ჰერპესის ვირუსზე გამოკვლევის პროგრამების" ფარგლებში ასეულობით დევნილმა ქალმა გამოკვლევა და მკურნალობა ჩაიტარა, რომელიც მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო სამშობიარო სახლთან თანამშრომლობასა და მედიკამენტებზე ფასდაკლებებს მომავალი წლისთვისაც გეგმავს.

შეხვედრის ბოლოს კი ომის ვეტერანთა და ძალადობის მსხვერპლთა პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

ამავე კატეგორიიდან: 
14.03.10 - 01:17 - ტელეკომპანია "იმედმა" იმიტირებული "ქრონიკის" გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა
14.03.10 - 00:46 - პრეზიდენტის პრესსპიკერს ჯარისკაცის დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აქვს
13.03.10 - 23:40 - დიმიტრი ლორთქიფანიძე "იმედის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს

მთავარი დღეს

00:45
რუსუდან კერვალიშვილი იმიტირებული ქრონიკის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის
00:34
დიმიტრი როგოზინი "იმედის" ეთერში გასული გადაცემის გამო ნატოს ხელმძღვანელობას მიმართავს
23:20
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს
23:07
ნინო ბურჯანაძე "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
22:54
"ცუდი მომავლის ქრონიკა" ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...