კინომსახიობთა თეატრში ლიტერატურული საღამო გაიმართება
 თბილისი 08:00 - 09.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა130  ზომა:
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება ლიტერატურული საღამო - "მე მაინც მიყვარს ის სასწაული".
საღამო დათა გულუას პოეზიას მიეძღვნება.

დათა გულუა 18 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა კრებულები "დავბრუნდი თქვენთან" (2004 წ.) და "მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის" (2009წ).

გულუას პოეზია ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.

2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე მას მიენიჭა ოქროს მედალი - "სიტყვიერების დიდოსტატს" - მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით მისი ლექსები "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში" შეიტანეს.
პოეზიის საღამო პროექტის - "Aღთ-ექსპერიმენტების" ფარგლებში გაიმართება.

ამავე კატეგორიიდან: 
11.03.10 - 20:30 - ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში პაატა ვარდანაშვილის ფოტოგამოფენა "გავაპიაროთ საქართველო" გახსნება
11.03.10 - 08:23 - დიდი მცხეთის სახელმწიფო მუზეუმში პრეზენტაცია გაიმართება
10.03.10 - 20:20 - კრის ტორში და კორინა ოპრეა ბათუმში შეხვედრებს გამართავენ

მთავარი დღეს

08:00
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
00:24
ანონსი
21:59
დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება
20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...