გაიმართება ლიტერატურული საღამო - "მე მაინც მიყვარს ის სასწაული"
 თბილისი 21:20 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა305  ზომა:
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება ლიტერატურული საღამო - "მე მაინც მიყვარს ის სასწაული".

საღამო დათა გულუას პოეზიას მიეძღვნება.

დათა გულუა 18 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა კრებულები "დავბრუნდი თქვენთან" (2004 წ.) და "მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის" (2009წ).

გულუას პოეზია ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.

2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე მას მიენიჭა ოქროს მედალი - "სიტყვიერების დიდოსტატს" - მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით მისი ლექსები "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში" შეიტანეს.
პოეზიის საღამო პროექტის - "ART-ექსპერიმენტების" ფარგლებში გაიმართება.

ამავე კატეგორიიდან: 
03.09.10 - 12:17 - რუსეთში აგვისტოს მოვლენებზე კიდევ ერთ ფილმს გადაიღებენ
03.09.10 - 08:22 - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართება
02.09.10 - 19:50 - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართება
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526