პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მეგობრები უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის გუნდში ჰყავს.
"რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში, საქართველო დარჩება მის მეგობრად. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ამ ქვეყანას. კონტაქტი გვაქვს ორივე კანდიდატის შტაბებთან. ორივე კანდიდატის შტაბებში გვყავს მეგობრები", - განაცხადა სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და განმარტა, რომ საქართველოს სურს, უკრაინა იყოს ძლიერი, შემდგარი და ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფო.
საქართველოს პირველი პირის შეფასებით, ის რომ თითქმის ყველა მიმართულებითYუკრაინის პოზიციები გაუარესებულია, განპირობებულია იმით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის სამთავრობო გუნდში ერთიანობის და კონსოლიდაციის მიღწევა ვერ მოხერხდა.
"იმის გამო, რომ უკრიანაში ვერ მოხერხდა ერთობის შექმნა სამთავრობო ჯგუფში და ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია საქართველოსთვის, მთელი ეს წლები გავიდა მუდმივ ქიშპოპაში, კრიზისებში, ქუჩის აქციებში. შედეგად მივიღეთ ის, რომ კორუფციის თვალსაზრისით, მაშინ როცა საქართველო გავიდა პირველ ადგილზე, უკრაინა, სამწუხაროდ, არის ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არის არა უბრალოდ ქუჩაში გამოსვლა და დროშების ქნევა, არამედ მტკივნეული, რადიკალური რეფორმები. ის, რომ ორი მეგობარი ქვეყანა _ საქართველო და უკრაინა _ წავიდა სხვადასხვა გზით (რაც არ მინდა ცალკე პოლიტიკურ ფიგურებს დავაბრალოთ), იყო იმის ბრალი, რომ პოლიტიკურმა ძალებმა კონსოლიდაცია ვერ მოახერხეს", - განმარტა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "საქართველოს მთავრობაში იმავე ქაოსის შექმნა ზოგიერთ რადიკალურ ოპოზიციონერს და მასთან დაკავშირებულ რუსულ ძალებსაც სურთ".
სააკაშვილმა ბოლო 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და უკრაინის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებიც შეადარა და განმარტა, რომ ჩვენმა მეგობარმა სახელმწიფომ პროგრესი თითქმის ვერც ერთი მიმართულებით პოვა.
"როცა მე გავხდი პრეზიდენტი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი უკრაინაში 2-ჯერ მეტი იყო, ვიდრე საქართველოში, დღეს კი, საქართველოში იგივე მაჩვენებელი 2-ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში. ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო მე-11 ადგილზეა, რუსეთი _ 120-ეზე, უკრაინა კი 142-ეზე. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველომ 99 პოზიციით ზემოთ აიწია და ვართ რეგიონში პირველ ადგილზე, უკრაინა _ 133-ეზე, რუსეთი _ 134-ეზე. გლობალური კორუფციის ბარომეტრით, როგორც გითხარით, საქართველო 1-ელ ადგილზე გადავიდა მსოფლიო მასშტაბით, გადასახადების თვალსაზრისით კი ჩვენს ქვეყანას მე-4 ადგილი უკავია, მაშინ, როცა უკრიანაში ამ მხრივ ბევრად უარესი სიტუაციაა", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, "ამ კურსის შენარჩუნება - საქართველოს განსაკუთრებულობის შენარჩუნება არის შეუქცევადი და ვინც არ უნდა წკავწკავებდეს და ყიყინებდეს, ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ ექნება".
| 03.09.10 - 14:10 - გია ცაგარეიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების აპარატს მისთვის სამუშაო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს |
| 03.09.10 - 13:45 - მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 03.09.10 - 12:24 - ბაქოში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაიწყო |
noscript
tags. Include a link to bypass the detection if you wish.
| 13:45 მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 13:32 "ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ |
| 12:58 ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება |
| 12:32 "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს |
| 12:30 მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა |