ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.
ქვეყნის პირველმა პირმა თავისი გუნდის წევრებთან შეხვედრა უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ვანო ხუხუნაიშვილის გახსენებით დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.
სააკაშვილის შეფასებით, ის იყო ადამიანი, რომელიც ოპონენტებთანაც კი ყოველთვის ღირსეულ ურთიერთობას ინარჩუნებდა და პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის ბევრი რამ გააკეთა.
"ვანო ყოველთვის ახერხებდა საქართველოს ინტერესების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ ერქვა რადიკალური ოპოზიცია. ხანდახან მენატრება ასეთი ოპოზიცია. ოპოზიციაში ყოფნისას ის ნამდვილად არ მიიჩნევდა, რომ პარტიზანული მოქმედებებით, იმით, რომ მთავრობა დაეზიანებინა, ქვეყანა გაერთიანდებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ხუხუნაიშვილმა საოცრად დიდი სკოლა დატოვა შიდადემოკრატიული ქსელისა და საერთაშორისო კონტაქტების შექმნის კუთხით.
| 03.09.10 - 14:10 - გია ცაგარეიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების აპარატს მისთვის სამუშაო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს |
| 03.09.10 - 13:45 - მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 03.09.10 - 12:24 - ბაქოში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაიწყო |
noscript
tags. Include a link to bypass the detection if you wish.
| 13:45 მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 13:32 "ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ |
| 12:58 ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება |
| 12:32 "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს |
| 12:30 მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა |