სოსო ცისკარიშვილი: უკრაინაში ქართული ვექტორი რუსულს ვეღარ გადაწონის
 თბილისი 17:30 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა613  ზომა:
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობის კონტექსტში ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გამოყენებული სიტყვა "დაბალანსებული" "იმაზე მიუთითებს, რომ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს ის დაუბალანსებელი იყო".

"სიტყვა "დაბალანსებული" ზომიერი გახლავთ და ასეთ სიტყვას მოძებნა უნდოდა, რადგან შეიძლებოდა, ნებისმიერი სხვა სიტყვა მწვავე დისკუსიის საგანი გამხდარიყო. ჩემი აზრით, იანუკოვიჩის გაგებით "დაბალანსებული" ურთიერთობა იმაზე მიუთითებს, რომ ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს ის რუსეთსა და საქართველოსთან მიმართებაში დაუბალანსებელი იყო, სადაც ქართული ვექტორი და ინტერესები რუსეთის ვექტორსა და ინტერესებს სჭარბობდა. იანუკოვიჩის მიერ სიტყვა "დაბალანსებულის" გამოყენება სწორედ აღნიშნულისკენ იყო მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ, ქართული ვექტორი რუსულს ვეღარ გადაწონის", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".

მისი განმარტებით, თუ უკრაინის პირველი პირი იანუკოვიჩი გახდება, მას "საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი საკითხის გადახედვა მოუწევს, რადგან დასავლეთი უკრაინასთან ურთიერთობის პერსპექტივაზე უარს მარტივად არ იტყვის".

რაც შეეხება უკრაინის ახალი ხელისუფლების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროებით შესაძლო შეჩერებას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე "მკაფიო უარს არც ერთი პრეზიდენტი იტყვის", თუმცა პროცესს ხელოვნურად გაჭიმავს.

"უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნური გაჭიმვა მოსალოდნელია, ანუ კიევს შეუძლია გამოიყენოს ის ხერხი, რასაც საქართველო მიმართავს. წლების განმავლობაში ეხვეწებიან ჩვენს პრეზიდენტს, განავითაროს დემოკრატია, გაათავისუფლოს ბიზნესი პოლიტიკის მარწუხებისგან, თუმცა არაფერი კეთდება. საბოლოოდ, ჩვენი ტერმინოლოგიიდან სიტყვა "ნატო" უკვე მე-5 "პლანზე" გადავიდა. ანალოგიურ ხერხს შეუძლია მიმართოს იანუკოვიჩმა - იძახოს "ნატო", "ნატო", სინამდვილეში კი საწინააღმდეგო აკეთოს", - განუმარტა პოლიტოლოგმა "ჯი-ეიჩ-ენს".

შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩის განცხადებით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა "დაბალანსებული" იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გუშინ, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამავე კატეგორიიდან: 
02.09.10 - 17:12 - თენგიზ შარმანაშვილი: კომისია პრემიერის თანამდებობის ვინმესთვის მორგებას არ ცდილობს
02.09.10 - 11:47 - მამუკა არეშიძე: აფხაზეთში გაეროს დამკვირვებლების შეშვების იდეა თავიდანვე განწირულია
01.09.10 - 14:15 - ნიკა რურუა: საქართველოს ერთიანობის დღე ყოველწლიურად უნდა აღინიშნებოდეს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526