ირაკლი სესიაშვილი: თუ უკრაინის ხელისუფლებამ ნატოსთან ურთიერთობა "გადადო", ეს საქართველოსთვისაც შემაფერხებელი იქნება
 თბილისი 17:24 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა408  ზომა:
პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ნატოსთან ურთიერთობა "დროებით გადადო", ეს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოსთვისაც იქნება.

"ნატოს გაფართოება, უპირველესად, გულისხმობს რეგიონალურ გაფართოებას, სადაც უკრაინა და საქართველო ერთად განიხილება. ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, თუკი უკრაინა ნატოში გაწევრიანებას დროებით გადადებს. არა მგონია, ალიანსმა მის რიგებში მხოლოდ საქართველოს მიღება ისურვოს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" და აქვე განმარტა, რომ ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს, მით უფრო, რომ ნატოსკენ სწრაფვის პროცესის დროებით შეჩერებას თავად პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი არ გამორიცხავს.

პოლიტოლოგის აზრით, კიდევ ერთი საფრთხე, რაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩის მოსვლის შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაშია მოსალოდნელი, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას შეეხება.

"ბევრი ჩემი კოლეგა საუბრობს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კონსტუქციულად შენარჩუნდება, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მასში გარკვეული პრობლემები გაჩნდება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის კუთხით. ვიცით, რომ უკრაინა ჩვენთვის იარაღის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და ძირითადი მომწოდებელია, თუმცა, ვფიქრობ, სიტყვა "დაბალანსებული", რაც იანუკოვიჩმა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობის შეფასების კონტექსტში გუშინ გამოიყენა, უპირველესად სწორედ ამ ნაწილს შეეხება, რაც ნიშნავს, რომ კიევი სამხედრო შეიარაღებას აღარ მოგვაწვდის", - მიაჩნია სესიაშვილს.

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
02.09.10 - 17:12 - თენგიზ შარმანაშვილი: კომისია პრემიერის თანამდებობის ვინმესთვის მორგებას არ ცდილობს
02.09.10 - 11:47 - მამუკა არეშიძე: აფხაზეთში გაეროს დამკვირვებლების შეშვების იდეა თავიდანვე განწირულია
01.09.10 - 14:15 - ნიკა რურუა: საქართველოს ერთიანობის დღე ყოველწლიურად უნდა აღინიშნებოდეს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526