ნიკა ჩიტაძე: იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდება
 თბილისი 15:25 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა150  ზომა:
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდება, თუმცა სამხედრო თანამშრომლობა შეწყდება.

"მოგეხსენებათ, უკრაინა საქართველოს გარკვეული ტიპის სამხედრო შეიარაღებას აწვდიდა. ქვეყნის ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლის შემთხვევაში კი, სავარაუდოა, რომ ეს აღარ ან ვეღარ მოხდება", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".

ამასთან, მისივე განმარტებით, იანუკოვიჩი რუსეთის ინტერესებს სხვადასხვა მიმართულებით გაითვალისწინებს, თუმცა ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული სიდიდის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებასაც შეეცდება.

"ვფიქრობ, იანუკოვიჩი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, წმინდა პრორუსული ლიდერი და ყველა საკითხში რუსეთის ინტერესების გამტარებელი არ იქნება და ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული სიდიდის გათვალისწინებით დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებასაც შეეცდება, მით უმეტეს, რომ მას ოპოზიცია ეყოლება და იძულებული იქნება მისი და უკრაინული საზოგადოების ინტერესები გაითვალისწინოს", - განმარტა ექსპერტმა.

რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების, ასევე საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და უკრაინულ ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობის პოლიტიკის გადახედვას, ნიკა ჩიტიძის აზრით, ეს საფრთხე არ არსებობს, თუმცა ამ უკანასკნელთან მიმართებაში არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ქართულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაზარდოს.

"მართალია, იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ისეთი თბილი აღარ იქნება, როგორც ეს ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებისა და უკრაინულ ბაზარზე ქართული პროდუქციის აკრძალვის საფრთხე მაინც არ არსებობს, ვფიქრობ, ეკონომიკური კავშირები შენარჩუნდება", - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".

ამავე კატეგორიიდან: 
14.03.10 - 12:53 - მიხეილ მაჭავარიანი: საზოგადოებამ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობისგან "მკაფიო განმარტებები" უნდა მიიღოს
14.03.10 - 01:17 - გიგი უგულავა იმიტირებულმა "ქრონიკამ" აღაშფოთა
13.03.10 - 21:53 - რამაზ საყვარელიძე: ტელეკომპანია "იმედის" მიერ ომის იმიტაცია ხელისუფლების სისუსტის დემონისტრირებაა

მთავარი დღეს

18:13
დალილა ხორავა გია ბარამიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
18:12
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს
17:45
მოდელირებული "ქრონიკა" ვარდების მოედანზე საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა
17:45
"იმიტირებულ ქრონიკას" საქართველოს პატრიარქმა უზნეობა უწოდა
15:18
გია ჭანტუარია: არჩევნებში ერთ კაპიკსაც კი არ ვხარჯავ - მე ფული არ მაქვს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...