ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღმა კვლავ გადაიწია
 თბილისი 12:18 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა216  ზომა:
 ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღმა კვლავ გადაიწია. ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების თბილისში ჩამოყვანას 15 თებერვლისთვის ვარაუდობს.

როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ფილიპინებში დღეს სამინისტროს ორი თანამშრომელი გაემგზავრება.

"სამწუხაროდ, ბიუროკრატიული პროცედურების მოგვარება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. 10-11 თებერვლისთვის ველოდებით ფილიპინური მხრისგან ოფიციალურ დოკუმენტს, რის საფუძველზეც მეზღვაურების გათავისუფლება მოხდება. იმედია, მათი სამშობლოში ჩამოყვანა 15 თებერვლამდე მოხდება", - განაცხადა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.

 

ამავე კატეგორიიდან: 
08.09.10 - 22:50 - სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება
08.09.10 - 18:35 - არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
08.09.10 - 17:25 - თეა თუთბერიძე შვიდი არასრულწლოვანი პატიმრის შეწყალებას ითხოვს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

22:50
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება
18:38
ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
18:35
გიორგი ბარამიას შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია
17:53
გრიგოლ ვაშაძე: ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის ყოფნის საკითხი არასდროს მოუხსნია
17:51
მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ გამარჯვებას შეადარა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
91112
1819
2526