იანუკოვიჩმა ტიმოშენკოს გადადგომისათვის მომზადება ურჩია
 თბილისი 10:37 - 08.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა680  ზომა:
უკრანის რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს გადადგომისათვის მომზადებას ურჩევს. "ვფიქრობ, რომ უკვე დროა იულია ვლადიმეროვნა გადადგომისათვის მოემზადოს და მას ეს ძალიან კარგად ესმის", _ განაცხადა იანიკოვიჩმა.

ამას გარდა, იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე "იულია ტიმოშენკომ აჩვენა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე ან ოპონენტია".

იანუკოვიჩი ასევე აცხადებს, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "მან არჩევნები ღისეულად წააგოს და ეს გზა ბოლომდე გაიაროს. მე ხომ ვაღიარე ჩემი დამარცხება თავის დროზე მაშინ როდესაც იგი პრემიერი გახდა", _ აცხადებს იანუკოვიჩი.
ამას გარდა, რეგიონების პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ იგი მუშაობს ასევე პარლამენტში ახალი კოალიციის შექმნაზე.

"მე თავად წარვადგენ პრემიერის კანდიდატურას. თან ისეთს ვისთანაც მე მენდომება მუშაობა ამ რთულ დროში", _ განაცხადა იანუკოვიჩმა და პრემიერის შესაძლო კანდიდატურის ვინაობა არ დაასახელა. ამავე დროს მან აღნიშნა "ამას კოალიციის ფორმირების პროცესი გვაჩვენებს, ჩვენ მოვითათბირებთ, და ამ საკითხს ახლებურად მივუდგებით".

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ამომრჩევლებმა არჩევნების პირველ ტურში ახალი სახეებისადმი გამოიჩინეს დიდი ინტერესი. სერგეი ტიგიპკოსაც და არსენ იაცენიუკსაც აქვთ დიდი შანსები იმისა, რომ იყონ იმ გუნდში, რომელიც ჩემთან ერთად ჩვენი ქვენის აღმშენებობისათვის იმუშავებს", _ განაცხადა იანუკოვიჩმა. მან ასევე პირობა დიდო, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურას იანურაციამდე დაასახელებდა "მაშინ როდესაც ამის აუცილებლობა დადგება მე ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ".

შეგახსნებთ. რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს პოსტის დატოვებას და მისი თანამდებობაზე ყოფნის საკითხის გადაწყვეტა რადის პრეროგატივას წარმოადგენს.

ამავე კატეგორიიდან: 
13.03.10 - 15:09 - დიმიტრი კოზაკი რუსულ არასამთავრობოებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს
13.03.10 - 12:59 - ყაზახეთში დაღუპულთა რაოდნეობამ 35-ს მიაღწია
13.03.10 - 12:55 - აშშ-მ ისრაელი ბოლო დიპლომატიური სკანდალისთვის მწვავედ გააკრიტიკა

მთავარი დღეს

00:45
რუსუდან კერვალიშვილი იმიტირებული ქრონიკის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის
00:34
დიმიტრი როგოზინი "იმედის" ეთერში გასული გადაცემის გამო ნატოს ხელმძღვანელობას მიმართავს
23:20
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს
23:07
ნინო ბურჯანაძე "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
22:54
"ცუდი მომავლის ქრონიკა" ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...