ავღანეთში ქართული ჯარების გაგზავნის შესახებ ისაუბრეს დღეს თბილისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა.
"თქვენი მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში ნიშნავს იმას, რომ თქვნ იცავთ სხვის მშვიდობას და ეს პროცესი ცალმხრივი არ იქნება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას კლინტონის მოადგილემ.
ჯეიმს სტეინბერგმა ასევე პირობა დადო, რომ ვაშინგტონი დაეხმარება საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცებაში.
საქართველოს პრეზიდნეტმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა სტეინბერგს ჰილარი კლინტონის პარიზში გამოსვლისათვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ "გავლენის სფეროებსა და წითელ ხაზებს არ შეეგუება".
"ვაგრძელებთ თანამშრომლობას და პარტნიორობას. მივესალმებით სახელმწიფო მდივნის პარიზში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც ნათლად დააფისირა, რომ ამერიკა არ შეეგუება გავლების სფეროებსა და ახალი გამყოფი ხაზების არსებობას ევროპაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
| 03.09.10 - 14:10 - გია ცაგარეიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების აპარატს მისთვის სამუშაო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს |
| 03.09.10 - 13:45 - მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 03.09.10 - 12:24 - ბაქოში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაიწყო |
noscript
tags. Include a link to bypass the detection if you wish.
| 13:45 მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 13:32 "ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ |
| 12:58 ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება |
| 12:32 "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს |
| 12:30 მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა |