სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შეცვლის შემდეგ კანონს უკუძალა არ ექნება
 თბილისი 17:05 - 05.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა343  ზომა:
სასჯელის შეკრებითობის პრინციპის შეცვლის შემდეგ კანონს უკუძალა არ ექნება. პრინციპი კი ნაწილობრივ შეიცვლება. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

საკითხით კი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა.
ლორთქიფანიძის თქმით, `ინიციტივა გარკვეულწილად ამსუბუქებს სასჯელს და ამ ლოგიკით, მას უკუძალა უნდა ჰქონდეს - კანონის მიღების შემდეგ იგი უნდა შეეხოს მანამდე მისჯილ პატიმრებსაც.~

მაგრამ, როგორც მურთაზ ზოდელავა განმარტავს, იცვლება სასჯელის შემკრებითობის პრინციპი და არა თავად სასჯელი, ამიტომაც მას უკუძალა ვერ ექნება.

რაც შეეხება სასჯელის შეკრებითობის პრინციპს, კანონპროექტის თანახმად, მოსამართლე ვალდებული აღარ იქნება სასჯელები სრული მოცულობით შეკრიბოს. თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისთვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ამ შემთხვევაში სრულად რჩება ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელი, ხოლო დანარჩენი სასჯელები შესაძლებელი იქნება განახევრდეს და საბოლოო სასჯელი ისე შეიკრიბოს. თუმცა, მოსამართლეს ექნება იმის შესაძლებლობაც, რომ დანარჩენი სასჯელები არ გაანახევროს.

 

ამავე კატეგორიიდან: 
12.03.10 - 17:17 - გურჯაანის რაიონში მომხდარი ხანძრის შედეგად 84 წლის მამაკაცი დაიწვა
12.03.10 - 16:27 - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი პასპორტის დამმზადებელი დააკავა
12.03.10 - 16:25 - სამართალდამცავებმა ყალბი ფულის დამზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

მთავარი დღეს

00:02
ანონსი
20:30
ბაღაფშმა სემნებთან შეხვედრისას საქართველოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხილვას "შეუძლებელი" უწოდა
18:41
დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
18:40
გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია
18:32
ჯონ ბასი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო ამერიკა საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...