ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში სამსახურისას სამხედრო ჩინი დროებით მიენიჭებათ
 თბილისი 15:12 - 05.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა378  ზომა:
ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში სამსახურისას სამხედრო ჩინი დროებით მიენიჭებათ. ეს ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და როგორც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკა ციმცეიშვილმა განაცხადა, აღნიშნული პრინციპის განხორციელება საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე ხდება. 

მისი განმარტებით, საუბარია იმ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, საერთაშორისო მისიებში სამსახურისას სამხედროებს დროებით აძლევენ უფრო მაღალ სამხედრო ჩინს, რათა ერთობლივი მოქმედებებისას სუბორდინაცია არ დაირღვეს და დანაყოფის მეთაურმა შეძლოს, სამხედრო თვალსაზრისით სამართლებრივად დაიქვემდებაროს დანაყოფი.

როგორც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ეს იქნება წოდების მხოლოდ დროებითი მინიჭება და საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო პირს ავტომატურად შეუწყდება.

რაც მთავარია, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს პრინციპი ძალიან ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და ამას საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს.

 

ამავე კატეგორიიდან: 
06.09.10 - 17:49 - ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცერი საქართველოში ჩამოასვენეს
06.09.10 - 13:19 - ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერს დღეს 14:00 საათზე ჩამოასვენებენ
06.09.10 - 12:16 - ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის სამშობლოში გადმოსვენების თარიღს თავდაცვის სამინისტროში ვერ ასახელებენ
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526