რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
 თბილისი 12:33 - 05.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა290  ზომა:
 რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.

მაცივრის მშენებლობა კომპანია "ბირლიკმა" განახორციელა, რაშიც 75 ათასი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული.

თანხიდან 50 ათასი დოლარი "უსაიდმა" გამოყო, ხოლო 25 ათასი დოლარი ფერმერების მიერ შეგროვებული თანხაა.

სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა ძირითადად სოფელ "ბირლიკის" მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მათ საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტების დასაწყობება შეეძლებათ.

სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროდუქციის მიწოდება ადგილობრივი სუპერმარკეტების, ვეჯინის ბაზრობისა და სუპერმარკეტ "პოპულის" ქსელისთვის.

"ქართული ადგილობრივი ბოსტნეულისა და ხილის პროდუქცია იმპორტირებულ, თურქულ პროდუქციასთან შედარებით საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იმპორტი მაინც მაღალია და საჭიროა, დროულად მოხდეს ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება. ახალ სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობაში არასეზონური პროდუქტების დასაწყობებით შესაძლებლობა იქნება წლის ნებისმიერ მონაკვეთში ბაზარზე გამოვიტანოთ ის პროდუქცია, რომელიც იმ მომენტისთვის ბაზარზე ნაკლებია", - აცხადებს კომპანია "ბირლინკის" ხელმძღვანელი დავით მალაზონია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ალეკო ცინცაძის განმარტებით კი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი სასაწყობე მეურნეობები აშენდეს და ადგილობრივმა პროდუქციამ იმპორტულს კონკურენცია გაუწიოს.

"ასეთი მაცივრების მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აქ დასაწყობებული პროდუქცია ფერმერს შეუძლია ბაზარზე გამოიტანოს და არასეზონურობის გამო შედარებით მაღალ ფასად გაყიდოს. ასეთი პროექტების განხორციელა მნიშვნელოვანია, როგორც ფერმერისთვის, ისე სამინისტროსთვის", - განაცხადა ალეკო ცინცაძემ.

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.09.10 - 18:14 - 15 სექტემბერს ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის ინსტიტუტის შენობა გაიყიდება
10.09.10 - 18:13 - გეოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი შენობის მფლობელი კომპანია "ალიანსმედი" გახდა
10.09.10 - 18:12 - ვერა ქობალიას უწყებამ ორ დღეში 9 მლნ. 150 ათასი დოლარი ქონება გაყიდა
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526