კობა დავითაშვილი: მინისტრის პასუხის მიუხედავად ორშაბათის მიტინგი მაინც გაიმართება
 თბილისი 15:57 - 04.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა301  ზომა:
"მიუხედავად იმისა თუ რა ეწერება მინისტრის პასუხში ორშაბათის მიტინგი მაინც გაიმართება", _ ეს განცხადება "ხალხის პარტიის" ლიდერმა, ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ბრიფინგის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, იგი მოხარული იქნება თუ ზედნადები გაუქმდება, თუმცა "ხალხის პარტია" კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ფიქსირებული გადასახდების დაწესებისთვის.

"მიტინგი მაინც გაიმართება, აუცილებელია რომ მივაღწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას. ამ შემთხვევაში ის ადმიანები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უფრო დაცულები იქნებიან დაჯარიმებისა და დაყადაღებისაგან", _ განაცხადა კობა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა კობა დავითაშვილის ოფიციალურ წერილსა და შეკითხვას ოფიციალური განცხადებითვე უპასუხა და განმარტა, რომ "ხალხის პარტიის" ლიდერმა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო მოსახლეობა შეცდომაში შეყვანა.

"მოვუწოდებ ყველა მოვაჭრეს და კობა დავითაშვილსაც ოფიციალურად ვეუბნები, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილება გარე მოვაჭრეებს ზედნადების აუცილებლობას არ უწესებს. ის მხოლოდ ნებაყოფლობითია", _ განაცხადა ბაინდურაშვილმა.

მინისტრის თქმით, თუკი მოვაჭრეები აქციებს დაიწყებენ, ამით არა ბიუჯეტს, არამედ მხოლოდ საკუთარ შემოსავლებს ავნებენ.

ამასთან, ბაინდურაშვილის განმარტებით, ხვალიდან ფინანსთა სამინისტრო ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებს მოვაჭრეების საინიციატივო ჯგუფებთან, რათა გაირკვეს, "რა პრობლემები აწუხებს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ შემდგომში მთავრობამ მათ მოგვარებაზე იზრუნოს".

"კოდექსების დაწერისას ძირითადად მსხვილი ბიზნესების ინტერესები იყო გათვალისწინებული, თუმცა ამიერიდან წვრილი და საშუალო ბიზნესების ინტერესებიც იქნება დაცული და ამის გარანტორად მე გამოვდივარ," - განმარტა მინისტრმა.

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
08.09.10 - 18:50 - დავით ბაქრაძე: ალასანიას შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხერხდება
08.09.10 - 18:38 - ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
08.09.10 - 18:36 - ამბასადორიალი ხვალ დაიხურება
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

22:50
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება
18:38
ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
18:35
გიორგი ბარამიას შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია
17:53
გრიგოლ ვაშაძე: ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის ყოფნის საკითხი არასდროს მოუხსნია
17:51
მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ გამარჯვებას შეადარა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
91112
1819
2526