ამერიკელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი თემურ ბასილია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოური მედიის საშუალებით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ბასილიას აყვანა დღეს, ვაშინგტონში მოხდა.
მისი დაკავების მიზეზის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ბასილია ედუარდ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა. 2008 წლის ოქტომბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას რამდენიმე ბრალდების გამო (თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და თაღლითობა) თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იმის გამო, ის ამ პერიოდისთვის ვაშინგტონში ცხოვრობდა, დღემდე თავისუფალი იყო. ამიტომაც, ბასილიაზე ინტერპოლის მიერ ძებნა იყო გამოცხადებული.
| 12.03.10 - 19:26 - პარიზში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა გაიმართება |
| 12.03.10 - 10:31 - ბარაკ ობამა ნობელის პრემიას საქველმოქმედო ფონდებს გაუყოფს |
| 11.03.10 - 18:34 - პან გი მუნი მოსკოვს 17 მარტს ეწვევა |
| 00:02 ანონსი |
| 20:30 ბაღაფშმა სემნებთან შეხვედრისას საქართველოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხილვას "შეუძლებელი" უწოდა |
| 18:41 დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა |
| 18:40 გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია |
| 18:32 ჯონ ბასი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო ამერიკა საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის |