საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "უღირსობად" აფასებს იმ ქართველ პოლიტიკოსთა საქციელს, რომლებმაც "რუსეთში სიარულს მოუხშირეს".
"დამპყრობელს უნდა, რომ თბილისში დასვას ხალხი, ვინც აღიარებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის დაკარგულია. როგორც ყოველთვის, დღესაც აღმოჩნდნენ ქართველები, რომლებიც მზად არიან, ამაზე ხელი მოუწერონ. ამაზე მეტი უღირსობა და დამცირება არ არსებობს", - განაცხადა სააკაშვილმა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სტუმრობისას.
მისი თქმით, რუსეთში მოლაპარაკაბებზე თავის დროზე ისიც დადიოდა, თუმცა საუბარი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს შეეხებოდა და არა იმას, "როგორც დაემხოს საქართველოს მთავრობა".
"როცა რუსეთში დადიხარ იმიტომ, რომ შენი მთავრობა დაამხო, შენ აღიარებ, რომ შენი ბედი "შენადვე არ გეყუდვნის" და რომ გაუნათლებელმა ჩეკისტმა გადაწყვიტოს ქვეყნის შემდგომი მოწყობა. რა თქმა უნდა, ამ ხალხს არაფერი გამოუვა", - განმარტა სააკაშვილმა.
| 14.03.10 - 00:45 - რუსუდან კერვალიშვილი იმიტირებული ქრონიკის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის |
| 14.03.10 - 00:34 - დიმიტრი როგოზინი "იმედის" ეთერში გასული გადაცემის გამო ნატოს ხელმძღვანელობას მიმართავს |
| 13.03.10 - 23:20 - პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს |
| 00:45 რუსუდან კერვალიშვილი იმიტირებული ქრონიკის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის |
| 00:34 დიმიტრი როგოზინი "იმედის" ეთერში გასული გადაცემის გამო ნატოს ხელმძღვანელობას მიმართავს |
| 23:20 პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს |
| 23:07 ნინო ბურჯანაძე "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს |
| 22:54 "ცუდი მომავლის ქრონიკა" ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო |