საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2009 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს. როგორც გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მეოთხე კვარტალი პოზიტიური იყო, როგორც დღგ-ს ბრუნვის ისე საგადასახადო შემოსავლებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით.
"2009 წლის დეკემბერში დღგ-ს ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2, 7 % გაიზარდა. იანვარში კი 12 % იანი ზრდა დაფიქსირდა. საერთო ჯამში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2009-ში ამ მიმართულებით პლიუს 1, 5 % ზრდა აღინიშნება. თუმცა, ეს არის პირველადი მონაცემები საბოლოო ციფრები კი მარტში გახდება ცნობილი",_ განაცხადა პრემიერ მინისრმა.
რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, პრემიერ-მინისტრის განმარტებით 2009 წელს საგადასახადო აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო, რის გამოც შესაბამისი მაჩვენებელი 2008 წელთან შედარებით 5 % არის გაზრდილი. _ განმარტა ნიკა გილაურმა.
გარდა ამისა საქართველოს მთავრობის ხალმძღვანელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული აქტივობისაც კმაყოფილია და აცხადებს, რომ გასული წლის იანვართან შედარებით წინა თქვეს უძრავი ქონების რეგისტრაცია 32 % ით გაიზარდა.
"ასევე სერიოზულადაა გაზრდილი და ფაქტობრივად გაორმაგებულია მშენებლობის ნებართვებიც. ერთი სიტყვით მაკროეკონომინიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღგს-ს მიმართულებით მეოთხე კვარტალში კრიზისი დასტულდა", _ განაცახადა გილაურმა.
| 10.03.10 - 18:53 - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების № 9 აუქციონი გაიმართა |
| 10.03.10 - 18:23 - "ბილაინი" მარნეულში აბონენტთა მომსახურების ცენტრს ხსნის |
| 10.03.10 - 18:14 - "PSP" მეხუთედ გახდა "2009 წლის რჩეული ბრენდი" |
| 18:48 ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში ქართველმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა |
| 18:20 თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება გაიხრწნა |
| 18:18 თემურ შაშიაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს მერობის არჩევნებში ასპარეზის ირაკლი ალასანიასთვის დათმობისკენ მოუწოდებს |
| 18:17 დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის საბჭოს სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას |
| 18:12 აპრილ-მაისში სასკოლო ბარათები ამოქმედდება |