რუსეთში გამართულ აქციებზე პუტინის გადადგომის მოთხოვნა სულ უფრო აქტიურად ისმის
 თბილისი 19:12 - 01.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა319  ზომა:
შაბათ-კვირას მთელ რუსეთს საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ერთიანობა რუსეთში კარგა ხანია არ ყოფილა. რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული საპროტესტო აქციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან მონაწილეთა რაოდენობით, მოთხოვნებითა და ხელისუფლების რეაქციით. პროვინციებში აქციებმა მშვიდად ჩაიარა, მაგრამ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გამართული აქციები მილიციამ დაშალა.

კალინინგრადში მომიტინგეები სატრანპორტო გადასახადის მომატებას აპროტესტებდნენ. ამას გარდა, იყო პლაკატები პარტია "ედინაია როსიას" წინააღმდეგ. მომიტინგები აქტიურად ითხოვნდნენ ასევე რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის გადადგომას. კალინინგრადში გამართულ აქციას 12 000 ადამიანი ესწრებოდა. ამ მიტინგში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პატრტია "სოლიდარობის" ლიდერებმა ბორის ნემცოვმა, ვლადიმერ მილოვმა და ილია იაშინმა. კალინინიგრადის აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ 5 000 ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, სადაც მოქალაქეები სატრანსპორტო გადასახადის გაუქმებასთან ერთად ასევე ითხოვენ კალინინგრადის ხელისუფლებისა და ვლადიმერ პუტინის გადადგომას.

კალინინგრადის გარდა აქციები ასევე გაიმართა ვლადივოსტოკში, ეკატერინბურგში, ირკუტსკში, კრასნოიარსკში, ომსკში, ასტრახანში, მურმანსკში.

მოსკოვში კი ტრიუმფალურ მოედანზე შეიკრიბა 500-მდე ადამიანი, ისინი ჯგუფებად დაიყვნენ და სკანდირენდნენ "თავისუფლება!" და "რუსეთი პუტინის გარეშე!". დაკავებები დაიწყო პრაქტიკულად მიტინგის დაწყებისას, _ წერს გაზეთი "კომერსანტი". ბორის ნემცოვი ამ მიტინგშიც მონაწილეობდა. იგი დააკავეს. აქვე დააკავეს უფლებების დამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი, პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საბჭოს წევრი იური ჯიბლაძე და მოძრაობა "ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ლევ პონომარიოვი.

მიტინგის ყველაზე აქტიური წევრები ხალხის მასიდან გამოყავდათ და ავტობუსებში ტენიდნენ. რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის საქალაქო სამმართველომ უკვე დაადასტურა 100-110 ადამიანის დაკავება.

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
08.09.10 - 15:52 - ფიდელ კასტრო აჰმადინეჯადს აკრიტიკებს
08.09.10 - 14:17 - Le Figaro: საფრანგეთსა და რუსეთს შორის "მისტრალთან" დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია
08.09.10 - 14:01 - ბარაკ ობამა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად საგადასახადო შეღავათებს გამოაცხადებს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

22:50
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება
18:38
ალასანია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ შენიშვნებს არ გაიზიარებს
18:35
გიორგი ბარამიას შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია
17:53
გრიგოლ ვაშაძე: ქართულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის ყოფნის საკითხი არასდროს მოუხსნია
17:51
მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ გამარჯვებას შეადარა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
91112
1819
2526