5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიუნხენში გაემგზავრება
 თბილისი 12:08 - 01.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა239  ზომა:
5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიუნხენში გაემგზავრება.

როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ვაშაძის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ქართული დელეგაცია, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, მიუნჰენის საერთაშორისო უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

"ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მასზე გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილება", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის გარდა, დაგეგმილია კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის პოლიტიკოსებთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების გამართვაც.

"ეს კონფერენცია არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა დელეგაციებმა გამართონ ბევრი ორმხვრივი შეხვედრა, როგორც თავმჯდომარე, ისე კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბევრ საკითხზე გვაქვს მათთან სალაპარაკო", - განმარტა კალანდაძემ.

 

ამავე კატეგორიიდან: 
10.09.10 - 21:36 - აჭარაში მთავრობის გასვლით სხდომას პრეზიდენტი წარუძღვება
10.09.10 - 21:32 - გიგა ბოკერია თინა ქეიდანაუს შეხვდა
10.09.10 - 19:34 - არასაპარლამენტო ოპოზიცია ელჩებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ესაუბრა
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

18:45
პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოს ესტუმრა
18:33
გიორგი თარგამაძეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას იმედოვნებს
18:14
მედვედევი: ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში ტოტალიტარიზმია, ცუდი მეხსიერება აქვს
18:04
ლევან კალანდაძე: მთავრობა საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს
17:43
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები გია არსენიშვილს ვახტანგ მაისაიას საქმით დაინტერესებას თხოვენ
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  45
1112
1819
2526