8-11 თებერვალში საქართველოში ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტი იგეგმება
 თბილისი 13:33 - 31.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა256  ზომა:
 8-11 თებერვალში საქართველოში ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს ადგილზე გაეცნობიან. 

წინასწარი ინფორმაციით, ესპანელი ბიზნესმენები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, განსახორციელებელი პროექტებით ინტერესდებიან.

ქართული მხარე ესპანელი ბიზნეს წრეების ასეთ მასშტაბურ ვიზიტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ესპანური კომპანიების ფართო სპექტრი, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრები ხუან მოსკოსო, ალექს საესი და ესპანელი ბიზნესმენი კარლოს კაბა მიიღო. შეხვედრაზე სავაჭრო რეჟიმის გამარტივების, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების და ევროკავშირში საქართველოს ასოცირებულ წევრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც მინისტრმა სტუმრებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ამიტომ საქართველომ ეს პერიოდი აქტიურად უნდა გამოიყენოს.

"ესპანელი დეპუტატების განწყობა საქართველოს მიმართ საკმაოდ პოზიტიურია. ესენი არიან ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება" - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

თავის მხრივ, ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის წევრ ხუან მოსკოსომ აღნიშნა, რომ ესპანეთს საქართველოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და სამომავლოდაც დიდი გეგმები გააჩნია.

"ეს ეხება როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ აგრეთვე "აღმოსავლური პარტნიორობის" ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროკავშირის სამომავლო განვითარებაში, როგორც დემოკრატიის, ასევე ვაჭრობის სფეროში" - განაცხადა ხუან მოსკოსმა.

 

ამავე კატეგორიიდან: 
13.03.10 - 14:17 - საქართველოსა და ბელორუსიას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
13.03.10 - 14:08 - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სავაჭრო პალატამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა
13.03.10 - 12:51 - გარდაბნის რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

მთავარი დღეს

14:45
პეტრე ცისკარიშვილი იმიტირებული "ქრონიკის" მომზადებასთან ხელისუფლების კავშირს უარყოფს
14:38
"ლეიბორისტული პარტია" გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს
14:33
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიგებთ მშვიდობით და საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ მშვიდობით
14:31
მიხეილ სააკაშვილი: პირველად 500 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით კავკასიაში ნამდვილი სახელმწიფო
14:18
მიხეილ სააკაშვილი: არ ვარ მოხრე ვარდისფერ ფერებში დავინახოთ ქვეყანაში გაკეთებული საქმე მაგრამ არც კარგის არდანახვა შეიძლება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...