ვადაზე ადრე კიდევ 16 პატიმარი გათავისუფლდება
 თბილისი 12:52 - 31.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა198  ზომა:
ვადაზე ადრე კიდევ 16 პატიმარი გათავისუფლდება.შესაბამისი შუამდგომლობით ე.წ. უდოს კომისიამ სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს, მუდმივმოქმედმა კომისიამ 133 მსჯავრდებულის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე გუშინ განიხილა, თუმცა მათგან დადებითად მხოლოდ 16 პატიმრის საქმე გადაწყვიტა.

"დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით კომისიამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა ვერ მიაღწია თავის მიზანს და მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 თვეში კვლავ მიმართონ კომისიას. კომისიამ გამჭვირვალედ და ორი მთავარი პრინციპის - პატიმართა უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით იმუშავა", - აცხადებენ კალმახელიძის სამინისტროში.

 

ამავე კატეგორიიდან: 
11.03.10 - 20:42 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება
11.03.10 - 18:32 - საქართველოში ორგანოების გადანერგვისთვის დონორთა წრე, შესაძლოა, გაფართოვდეს
11.03.10 - 18:31 - ფილიპინებში დაკავებული 13 მეზღვაურის სამშობლოში დაბრუნების თარიღი მომავალ კვირას გაირკვევა

მთავარი დღეს

08:00
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
00:24
ანონსი
21:59
დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება
20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...