რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ვახტანგ მაისაიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
 თბილისი 19:09 - 29.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა272  ზომა:
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლიტოლოგს, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მაისაიასთვის 24-წლიან სასჯელს ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაისაია სამხედრო ხასიათის ოპერატიულ მონაცემებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდა.

მაისაია ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ეს განცხადება დღეს მისმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ გააკეთა.

მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე და განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ბატკუაშვილი სასამართლომ მსჯავრდებულად ცნო. მას საპროცესო გარიგების საფუძველზე 3-წლიანი პირობითი პატიმრობა და 5 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა.

აღნიშნული პირები 2009 წლის მაისში დააკავეს.

ამავე კატეგორიიდან: 
14.03.10 - 11:58 - საია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან "იმედისთვის" სანქციის დაკისრებას მოითხოვს
14.03.10 - 10:02 - კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის" ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სარჩელს წარმოადგენს
13.03.10 - 23:29 - კოალიცია "სამოქალაქო განვითარებისათვის" ტელეკომპანია "იმედის~ წინააღმდეგ სარჩელს ხვალ წარმოადგენს

მთავარი დღეს

14:45
პეტრე ცისკარიშვილი იმიტირებული "ქრონიკის" მომზადებასთან ხელისუფლების კავშირს უარყოფს
14:38
"ლეიბორისტული პარტია" გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს
14:33
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვიგებთ მშვიდობით და საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ მშვიდობით
14:31
მიხეილ სააკაშვილი: პირველად 500 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით კავკასიაში ნამდვილი სახელმწიფო
14:18
მიხეილ სააკაშვილი: არ ვარ მოხრე ვარდისფერ ფერებში დავინახოთ ქვეყანაში გაკეთებული საქმე მაგრამ არც კარგის არდანახვა შეიძლება
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...