გიორგი ქადაგიძე: ლარის გაუფასურების ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს
 თბილისი 18:46 - 29.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა321  ზომა:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არანაირი გრძელვადიანი, ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ ლარი გაუფასურდება. გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს მოკლევადიან სეზონურ ფაქტორს, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის გამყარებასა და შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებს.

„პირველი მიზეზი - ესაა მოკლევადიანი სეზონური ფაქტორი, როგორც მოგეხსენებათ იანვარი ეკონომიკურად პასიური თვეა და შესაბამისად შემცირებულია როგორც ფულის ბრუნვის სიჩქარე, ასევე ფულის მასაზე მოთხოვნა. მეორე მიზეზი სავალუტო ბაზარზე დოლარის გამყარება გახლავთ, მესამე მიზეზი ეს არის ის მცირე აჟიოტაჟი, რომელიც სამწუხაროდ ყოველთვის ახასიათებს საზოგადოების ქცევას ასეთ შემთხვევაში.

„მინდა განვაცხადო, რომ მოკლევადიანი გაუფასურება და გამყარება ყოველთვის იქნება და ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა გარანტირებულია. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რომელიც 2 მილიარდ დოლარზე მეტია, ამავდროულად ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისზე მეტი რესურსი და ყველა სათანადო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საჭიროების
შემთხვევაში ჩაერიოს ბაზარზე" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გიორგი ქადაგიძემ ფასების დინამიკასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი განცხადებით, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი მცირე რყევები არ შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე იმ კატეგორიის პროდუქციის ფასების ზრდას დავუკავშიროთ, რომელთა იმპორტიევროკავშირის ქვეყნებიდან ხდება, ვინაიდან ბოლო პერიოდში ლარი ევროსთან მიმართებაში შესამჩნევად გამყარდა, შესაბამისად, თუკი ფასების ცვლილებაზეა საუბარი, ამ ფაქტორს პროდუქციაზე
ფასების მხოლოდ კლება უნდა გამოეწვია.

 

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
13.03.10 - 14:17 - საქართველოსა და ბელორუსიას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
13.03.10 - 14:08 - დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სავაჭრო პალატამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა
13.03.10 - 12:51 - გარდაბნის რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

მთავარი დღეს

00:45
რუსუდან კერვალიშვილი იმიტირებული ქრონიკის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის
00:34
დიმიტრი როგოზინი "იმედის" ეთერში გასული გადაცემის გამო ნატოს ხელმძღვანელობას მიმართავს
23:20
პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს
23:07
ნინო ბურჯანაძე "იმედის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
22:54
"ცუდი მომავლის ქრონიკა" ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...