ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია საერთაშორისო თანამეგობრობას თებერვალში წარედგინება
 თბილისი 15:33 - 27.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა180  ზომა:
ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის წარდგენას თებერვლიდან დაიწყებს.

როგორც ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა, თავდაპირველად, 3 თებერვალს დოკუმენტის განხილვა ევროსაბჭოში მოხდება.

"მას მოჰყვება ეუთო, გაერო, ნატო და ევროკავშირი", - განმარტა იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო სტრატეგია გაეცნობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და უცხოელ ექსპერტებსაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა.

როგორც დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეიდან მისი აპარატი სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას.

"სამოქმედო გეგმის შემუშავება ივნისის ბოლომდე დასრულდება. მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღებას ვთავაზობთ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, რომლებიც სტრატეგიის შემუშავებაში იყვნენ ჩართულნი", - განაცხადა იაკობაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სტრატეგიას, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, დოკუმენტი ყოვლისმომცველია იმ მხრივ, რომ მასში ასახვა ჰპოვა ყველა იმ თემამ, რა მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ ტერიტორიებთან მიმართებაში მუშაობას.

"ჩვენ ღია აგრესიასთან და ოკუპაციასთან გვაქვს საქმე. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების ანექსიაც მოახდინოს. ეს დოკუმენტი არის პასუხი და ხედვა იმაზე, თუ რას აპირებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვამბობთ და ეს დოკუმენტშიც ჩაიწერა, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს მხოლოს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ომი არ გვინდა, ომისთვის არ ვემზადებით. სამხედრო გზა გამოსავალი არ არის. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სტრატეგია სერიოზულად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიების მშვიდობიანად დეოკუპაციას", - განმარტა იაკობაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ისიც არის "უარს ვაცხადებთ ყველანაირ იზოლაციაზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაა და საქართველოს ხელისუფლება მათ იზოლაციას არ დაუშვებს".

"ვერ დავუშვებთ მათი ბედი მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ ვაპირებთ აქტიური პოლიტიკის გატარებას, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს ნორმალური განათლების საშუალება, კარგი ჯანდაცვა, ჩაერთონ ეკონომიკურ, კულტურულ პროექტებში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში ჩატარდება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, რომლის განმარტებითაც, აღნიშნულ პროექტში თავად აფხაზებისა და ოსების ჩართვა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა.

 

 

ამავე კატეგორიიდან: 
12.03.10 - 19:26 - დავით უსუფაშვილი და თინათინ ხიდაშელი დაესწრებიან სემინარს "პრესის თავისუფლება ევროპაში: განსხვავებული პერსპექტივები"
12.03.10 - 18:41 - დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
12.03.10 - 18:09 - ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტს მოუწოდებენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კრიტიკა სათანადოდ შეაფასოს

მთავარი დღეს

00:02
ანონსი
20:30
ბაღაფშმა სემნებთან შეხვედრისას საქართველოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხილვას "შეუძლებელი" უწოდა
18:41
დავით ბაქარაძემ დემოკრატიული სახელმწიფოების საპარლამენტო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
18:40
გიორგი ტუღუში: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ობიექტურია
18:32
ჯონ ბასი: სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო ამერიკა საქართველოს მიმართ პოზიციას არ შეიცვლის
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
1314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...