სერგეი ლავროვი: რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გარეშე
 თბილისი 17:53 - 22.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა554  ზომა:
რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხოლოდ იმ საზღვრებში, რომელიც თავად დააწესა მიხეილ სააკაშვილმა, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გარეშე. ეს განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ აგრესია განახორციელა. ჩვენ ვაღიარეთ ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკა _ ეს იყო ერთადერთი საშუალება, შეგვენარჩუნებინა ამ რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება უზრუნველგვეყო", _ განაცხადა ლავროვმა და დასძინა "ჩვენ კარგად ვიცით სააკაშვილის ოინები".

"აგრესიის ჩახშობის შემდეგ შემუშავდა მედვედევი-სარკოზის გეგმა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ იმ საერთაშორისო დისკუსიებზე, რომელიც ახლა ჟენევაში მიმდინარეობს, განგვეხილა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სტატუსის საკითხებიც. ჩვენ არ გვქონდა არავითარი გეგმა საქართველოში შეჭრისა და ცალმხრივად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება", _ განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "რუსეთი აღიარებს და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ იმ საზღვრებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააწესა _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩვენ არ გაგვიწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან და არ ვართ დამნაშავე იმაში, რომ თბილისთან ოფიციალური ხაზით კონტაქტები მწირია", _ განაცხადა ლავროვმა.

ამავე კატეგორიიდან: 
02.09.10 - 18:55 - ედუარდ კოკოითი დღეს ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებოდა
02.09.10 - 17:55 - აფხაზეთში რუსი ბიზნესმენის დაკავებას აპროტესტებენ
02.09.10 - 15:23 - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ქართველი დევნილების შესახებ რეზოლუცია 7 სექტემბერს უნდა მიიღოს
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526