თომას ჰენდრიკ ილვესი: ესტონეთი არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას
 თბილისი 16:16 - 21.01.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა411  ზომა:
ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა 20 იანვარს ტალინში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ესტონეთი არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

"ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს მოკავშირეებმა, იციან, რომ უსამართლობამ შესაძლოა რაღაც პერიოდში გაიმარჯვოს. თუმცა, ისტორიას გააჩნია შესაძლებლობების ფანჯრები, რომლებიც ერთხელ გაიღება და შემდეგ დაიხურება. ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა დაველოდოთ მათ გაღებას და შემდეგ საკმაო სიბრძნე გამოვიჩინოთ, რომ დავიჭიროთ ეს მომენტი", _ განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 20-22 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს სტუმრობს.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან ტომას ჰენდრიკ ილვესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ენე ერგმასთან გამართა მოლაპარაკებები. დაგეგმილია ასევე მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას პაეტთან.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება როგორც ორმხრივი, ისე ევროკავშირის ფარგლებში მიმდინარე საკითხები.

ამავე კატეგორიიდან: 
03.09.10 - 14:10 - გია ცაგარეიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების აპარატს მისთვის სამუშაო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს
03.09.10 - 13:45 - მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
03.09.10 - 12:24 - ბაქოში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებები დაიწყო
You need to upgrade your Flash Player This is replaced by the Flash content. Place your alternate content here and users without the Flash plugin or with Javascript turned off will see this. Content here allows you to leave out noscript tags. Include a link to bypass the detection if you wish.

მთავარი დღეს

13:45
მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია
13:32
"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ
12:58
ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება
12:32
"გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს
12:30
მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
 
სექტემბერი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
  345
1112
1819
2526