81 წლის ასაკში შალვა გაწერელია გარდაიცვალა | საინფორმაციო სააგენტო GHN
81 წლის ასაკში შალვა გაწერელია გარდაიცვალა
 თბილისი 18:10 - 10.04.12 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა914  ზომა:
81 წლის ასაკში თანამედროვე ქართული თეატრალური რეჟისურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო

არტისტი შალვა გაწერელია გარდაიცვალა.

გაწერელია 1931 წლის 19 იანვარს ახალციხეშიდაიბადა. 57 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ და ჭიათურის თეატრებში. 1973-75 წლებში მუსაობდა საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის ტელესტუდიაში, სადაც წარმატებული იყო მისი დადგმები: დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები",
"ირინეს ბედნიერება", მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები".

1976-1996 წლებში გაწერელია მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, სადაც განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმა - თეატრი მკვეთრი მსოფლმხედველობის მქონე თანამედროვე ახალგაზრდულ თეატრად გარდაქმნა. გაწერელიას სახელს უკავშირდება მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევების სახელოვანი პერიოდი, მისი მეამბოხე სპექტაკლების
ხანგრძლივი ეპოპეა. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი. მოზარდ მაყურებელთა ქართულ
თეატრში განხორციელებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ა. ჰაკეტისა და კ. გუდრიჩის
"ანა ფრანკის დღიური", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", დ. კლდიაშვილის
"ქამუშაძის გაჭირვება" და "ირინეს ბედნიერება", ბ. ბრეხტის "სიმონა მაშრის სიზმრები", ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს" და "კუკარაჩა", ბ. ლავრენევის "რღვევა", მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები", ი. სამსონაძის "ბედნიერი ბილეთი", "აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე".


1960 წლიდან შალვა გაწერელია პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა საქართველოს შოთა
რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან
ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფს საშემსრულებლო ხელოვნებასა და დრამის
რეჟისურაში. გაწერელიას სახელოსნოში დადგმული წარმოდგენებიდან აღსანიშნავია:
ა. ოსტროვსკის "უმზითვო", ჰ. იბსენის "ჰედა გაბლერი", "სიზიფე და სიკვდილი", მ. გორკის
"ფსკერზე" და "ვასა ჟელეზნოვა", ჰ.კ.ანდერსენის "თოვლის დედოფალი", კლდიაშვილის
"დარისპანის გასაჭირი", ა. ჩეხოვის "თოლია" და "ალუბლის ბაღი", შ. დადიანის
"გუშინდელნი", ი. სამსონაძის "იქ, სადაც ღვარად მოედინება", ლ. ბუღაძის "სულიერი
არსებები" და "პატარა პიესები".

მიღებული აქვს არაერთი პრემია. 1997 წ. 6 ნოემბერს გაწერელია დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2009 წ. მიენიჭა ემერიტუსის წოდება.

მასალის გამოყენების პირობები

2013-04-16 10:36
ლიბერალურ ეკონომიკამდე უნდა მივიდეთ, განმავითარებელი სახელმწიფოს როლით
2013-03-05 10:29
ევროპის მასშტაბით საქართველოს მაკდონალდსი საუკეთესოა
2013-02-27 21:49
საქართველოს პრეზიდენტმა აზებაიჯანში გამგაზვრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა
კულტურა/შოუბიზნესი
2014 წლის სექსუალური ქალის ტიტული ქეით აპტონმა მიიღო ანჯელინა ჯოლის კერძების მომზადება არ ეხერხება ჯეიმს ბონდის როლი შესაძლოა აფროამერიკელ მსახიობს შესთავაზონ
ეს საინტერესოა
უცნაური დიეტები 15 პროდუქტი, რომელიც თქვენს ორგანიზმს გააჯანსაღებს როგორ დაეხმაროთ ბავშვს უკეთესად სწავლაში
 


სტატიები და ანალიტიკა
ნოემბრის თეზისები - ``ან თქვენ ხართ დაკავებული პოლიტიკით, ან პოლიტიკაა დაკავებული თქვენით``
 
ინტერვიუ
ხათუნა ლაგაზიძე: ერთი ჯარისკაცის გარეშეც შეუძლია რუსეთს წყალი შეუყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას
ბიზნესი

მიიღე ტექნიკა უფასოდ

საუკეთესო საჩუქარი ახალ წელს ”ელიტ ელექტრონიქსისგან”

"ვენდი" პირველი რესტორნის გახსნიდან 45 წლის იუბილეს საქართველოშიც აღნიშნავს

„თიბისი ლიზინგის" 9,94%-იან წილს EBRD-გან „თიბისი ბანკი" გამოისყიდის

თიბისის IIIQ-ში მოგება წლიურად 33,8%-ით გაეზარდა

ვენაში მფრინავი ავტომობილი წარმოადგინეს და სულ მალე მისი სერიული წარმოებაც დაიწყება (ვიდეო)

ბიზნესსესხის საშემოდგომო პორტირება საქართველოს ბანკში

შემოგვიერთდი Twitter - ზე


.

  -   59.7 %

  -   40.2 %

სულ 976 ხმა

სხვა გამოკითხვები