"გაერთიანებული ტელეკომის" საახალწლო აქციამ, რომლითაც კომპანია მომხმარებელს ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ქსელში ჩართვას უფასოდ თავაზობდა, თბილისსა და რუსთავში ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი 4700 აბონენტით (ფიზიკური პირი) გაზარდა.
მზარდი მოთხოვნის გამო აქცია კიდევ ერთი თვე - 15 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მსურველები უფასოდ ჩაერთვებიან ინტერნეტ - ქსელში და 100-100-ზე დარეგისტრირების შემდეგ, ინსტალაციის საფასური (20$) არ დაერიცხებათ.
„მნიშვნელოვანია, რომ ერთთვიანი აქცია რეგიონებშიც დაიგეგმა და ქვეყნის მასშტაბით 20-ზე მეტ ქალაქზე გავრცელდება. აბონენტები (ფიზიკური პირები) უფასოდ ჩაერთვებიან ინტერნეტში და ისარგებლებენ მაღალხარისხიანი სერვისით" -აცხადებენ „გაერთიანებულ ტელეკომში".
აქციის ხელშესაწყობად ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონებში და ტექნიკურად მომზადდა ქალაქები: საგარეჯო, გარდაბანი, მარნეული, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, ჭიათურა, ხარაგაული, ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ბორჯომი, ბაკურიანი, აბაშა, ხობი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი.
| 03.09.10 - 14:04 - "სიმენს ენერჯი" საქართველოში მუდმივი დენის ორ მოწყობილობას დაამონტაჟებს |
| 03.09.10 - 13:33 - "მაგთისა" და "ჯეოსელს" აბონენტები შეცდომაში შეჰყავთ |
| 03.09.10 - 12:32 - "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს |
noscript
tags. Include a link to bypass the detection if you wish.
| 13:45 მიხეილ გორბაჩოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს თუ არა ედუარდ შევარდნაძეს ჯერჯერობით უცნობია |
| 13:32 "ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ |
| 12:58 ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ახლო აღმოსავლეთში 14-15 სექტემბერს გაიმართება |
| 12:32 "გაზპრომი" "მილანის" აქციებს ყიდულობს |
| 12:30 მდინარე ენგურში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა |